„გარემო საფრთხეშია“
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მასწავლებელთა საერთშორისო ფორუმების მოწყობა დიდი ხანია სიახლეს აღარ წარმოადგენს. სწორედ ამ ფორუმების საშუალებით ინერგება და იცვლება მასწავლებლებს შორის ახალი მეთოდები და პროექტები. ეს ერთგვარად, საფუძველს უყრის ინტეგრირებული პროექტების შექმნას სხვადასხვა ქვეყნების სკოლებს შორის, რაც თვის მხრივ ინოვაციას წარმოადგენს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება საფრანგეთში მონაწილეობა მიეღო მასწავლებელთა მეოთხე საერთაშორისო ფორუმზე - „ნოვატორი მასწავლებელი ნოვატორული პროექტით“, რომელიც 19-21 მაისს გაიმართა ქალაქ ლიონში. პირველივე ცდა, ჩვენი პროექტისათვის - „გარემო საფრთხეშია“ წარმატებული გამოდგა.
საფრანგეთში 2008 წელს, ფრანსუა ჟარუს (François Jarraud) ხელმძღვანელობით ჩატარდა მასწავლებელთა პირველი ფორუმი, რომელში მონაწილეობის უფლებაც მხოლოდ საფრანგეთის მასწავლებლებს ჰქონდათ. ფრანსუა ჟარუს სახელსვე უკავშირდება მასწავლებელთთვის განკუთვნილი ვებგერდის (ელექტრონული ჟურნალის - www.cafepedagogique.net ) შექმნაც. ჟურნალი ყოველდღიურია და მასში მასწავლებელთა მიერ შემუშავებული ახალი მეთოდები, ინოვაციები ქვეყნდება. ფორუმს სხვადასხვა საგნის მასწავლებლებისათვის შექმნილი ასოციაციები აფინანსებენ.
2011 წელს ფორუმმა საერთაშორისო სახე მიიღო და მათ რიცხვს შეემატა საქართველოდან წარდგენილი პროექტი. პირველ ტურში ასოცამდე პროექტი შეირჩა. მეორე ტურისათვის პროექტის ავტორებს უნდა წარედგინათ პროექტები წინასწარ შერჩეულ ჟიურისათვის ქალაქ ლიონში. ყველა პროექტი ორიგინალური და ნოვატორული იყო, თუმცა შეფასება წარდგინებაში მოპოვებული ქულებით ხდებოდა.
ჟიურმა გამოავლინა გამარჯვებული
საჩუქარი საქართველოდან ბატონ ფრანსუას
ფორუმის მიმდინარეობა საფრანგეთის ტელევიზიის მესამე არხისა (France 3) და ლიონის რეგიონალურ არხზე გაშუქდა.
ამავე დროს დაიწერა სტატია გამარჯვებულ პროქტზე - „გარემო საფრთხეშია“ ფრანგულ მასწავლებელთა ელექტრონულ ჟურნალში ჟან-პიერ გალერანის (Jean-Pierre Gallerand) მიერ. ბატონი გალერანი აშუქებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების რუბრიკებს აღნიშნულ ჟურნალში.
მარი ბროსეს სახელობის ქართულ-ფრანგული სკოლა ლიცეუმი
ყველაფერი კი მარი ბროსეს სახელობის ქართულ-ფრანგულ სკოლაში, თბილისის მერიიდან მოსული წერილით დაიწყო... მერიის თხოვნით, ფრანკოფონიის დღეებთან დაკავშირებით, (ფრანკოფონიის დღეები ყოველ წლიურად მიმდინარეობს საქართველოში გაზაფხულზე) წყლის დაცვის საერთაშორისო დღისთვის უნდა მომზადებულიყო ორიგინალური პროექტი. ამა წლის 22 მარტს, შემუშავებული, ინტეგრირებული პროექტი წარმოდგენილი იქნა VII კლასელების მიერ. პროექტის ავტორები გახლდით ბიოლოგიის მასწავლებელი ხათუნა გოგალაძე და ფრანგული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაკა ელიზბარაშვილი.
პროექტის პირველი ნაწილი სპექტაკლის სახით წარმოვადგინეთ - «უცხოპლანეტელი წყლის წვეთები დედამიწელებთან».
პროექტის პირველი ნაწილი სპექტაკლის სახით წარმოვადგინეთ - «უცხოპლანეტელი წყლის წვეთები დედამიწელებთან».
დედამიწაზე შემთხვევით ჩამოვარდნილი, მოცისფრო, კამკამა უცხოპლანეტელი წვეთები შეხვდებიან დედამიწაზე არსებულ ნაცრისფერ წლის წვეთებს, შეხვედრის შემდგომ კამკამა წყლის წვეთები მიხვდებიან, რომ დედამიწელები დაუდევრად ხარჯავენ სასმელ წყალს, აბინძურებენ და არ უფრთხილდებიან გარემოს. პროექტის მეორე ნაწილში მოსწავლეების მიერ გამართულ კონფერენციაზე მოხვდებიან უცხოპლანეტელი წყლის წვეთები, რომელიც გარემოს დაბინძურების პრობლემას ეძღვნება, მეორე ნაწილი მთლიანად სამეცნიერო ხასიათისაა. მოსწავლეებმა იმსჯელეს წყლის მნიშვნელობაზე, დაბინძურების მიზეზებსა და საფრთხეებზე. მათ შექმნეს წყლისა და ოზონის მოდელები. მოამზადეს ბროშურები. ყველაფერი კი პროექტის მესამე ნაწილში ორიგინალური ფორმით, მათსავე დაწერილი და ილუსტრირებული იგავ-არაკების სახით დაასრულეს. თბილისის მერიიდან, საფრანგეთიდან და ფრანგული ინსტიტუტიდან მოწვეულმა ჟიურის წევრებმა მოსწავლეებს დიპლომები გადასცეს.
ამდენად, პროექტი წარმატებით განხორციელდა, რამაც გვაფიქრებინა ავტორებს პროექტს მონაწილეობა მიეღო საფრანგეთში.
საბუნებისმეტყველო მასწავლებელთა კონფერენცია
2011 წლის 2 ივნისისათვის აღნიშნული პროექტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებულ საბუნებისმეტყველო დარგის მასწავლებელთა კონფერენციაზე წარვადგინე, სადაც საშუალება მომეცა მასწავლებლებისათვის ინოვაცია და ფორუმზე მიღებული გამოცდილება გამეზიარებინა. მინდა მადლიერება გამოვხატო ქალბატონ ნინო ელბაქიძისადმი, რომელიც გახლდათ აღნიშნული პროექტის კოორდინატორი. უღრმესი მადლობა კონფერენციის ორგანიზატორებს.
წარმატება დიდი შრომის შედეგად მოდის. ინოვაცია ახლის სწავლების სურვილითა და რეალიზაციით. ვიმედოვნებ, საერთაშორისო ფორუმებს არ გამოაკლდება საქართველოდან წარდგენილი პროექტები, რომელიც უდაოდ მრავლისმეტყველი და ფასდაუდებელი იქნება. მზად ვარ სხვადასხვა რეგიონების მასწავლებლებთან ვითანამშრომლო.
გაზაფხულზე 2012 წელის მე-5 საერთაშორისო ფორუმზე გეპატიჟებით... ინოვაციებით დატვირთული პროექტების განხორციელებისათვის...
გაზაფხულზე 2012 წელის მე-5 საერთაშორისო ფორუმზე გეპატიჟებით... ინოვაციებით დატვირთული პროექტების განხორციელებისათვის...
ხათუნა გოგალაძე
video http://www.youtube.com/watch?v=lG5hyHGfJ-Q&feature=youtu.be
ელექტრონული მასალები,
ლინკები:
http://fr.calameo.com/read/00065667590ffd137ef33 - პროექტი ფრანგულ ენაზე
http://fr.calameo.com/read/000659841d563ab3ff993 - პროექტი ქართულ ენაზე~
http://fr.calameo.com/read/000656675f9635fc7d161 - უცხოპლანეტელი წყლის წვეთები სტუმრად დედამიწელებთან (პიესა)
http://fr.calameo.com/read/0006566754742ce9a866c - ბროშურა
- სტატია ფრანგულ ელექტრონულ ჟურნალში










საინტერესოა ! :)
ReplyDelete